მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ 2014 წლის ბოლოს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ორი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოები 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.

106-ე და 110-ე კილომეტრებზე აშენდა ხელოვნური ნაგებობები, გაკეთდა ეზოებში შესასვლელები, ჩაეწყო მილები; მდინარე ნარვანაზე აშენდა რკინა-ბეტონის ხიდი; მოეწყო გაბიონები; გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი; გზის საფარის საფუძვლის მშენებლობაში გამოყენებული იქნა ცივი რეციკლირების მეთოდი; გაკეთდა ეზოებთან მიერთებები და ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები; მოინიშნა და შემოიფარგლა გზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები; 4,2 კმ-ზე მოეწყო ფოლადის ბაგირის ზღუდარები.

117-ე და 121-ე კილომეტრებზე მდინარე ტერხენაზე განხორციელდა 88-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია; ჩაეწყო რკინა-ბეტონის მილები, მოეწყო გაბიონები; ამაღლდა ქვის წყობის ქვედა საყრდენი კედელი; დაიგო ორფენიანი ბეტონის საფარი, გაკეთდა ეზოებთან მიერთებები და შესასვლელები, რკინა-ბეტონის ღარები; მოეწყო ავტობუსის გაჩერებები და ავტოპავილიონები; გარემონტდა მეორე მსოფლიო ომის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული წყლის კომუნიკაციები; შეიცვალა დარიალში მომხდარი სტიქიური მოვლენების დროს დაზიანებული საგზაო ნიშნები; მოინიშნა გზა და გაკეთდა ბეტონის პარაპეტები.

დაფინანსება: სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 9 724 750 ლარს შეადგენს.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 200 ადამიანზე მეტი დასაქმდა. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

შედეგი: გზაზე მოძრაობა უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გახდა.