თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რეაბილიტაცია

პროექტი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაკვეთით, შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია"-მ დაასრულა თბილისში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, შეკეთდა პარადული კიბის უჯრედების საფეხურებისა და ბაქნების დაზიანებული ადგილები, რუსთაველის თეატრის ფლიგელის სადარბაზო შესასვლელის კიბის უჯრედის საფეხურებისა და ბაქნების დაზიანებული ნაწილები, რესტავრაცია გაუკეთდა უკანა ფასადი, ეზოს მხრიდან შემომავალ სადარბაზოს შესასვლელებს, ასევე - ნგრევის პირას მისულ კიბის უჯრედების საფეხურებსა და ბაქნებს,  რუსთაველის თეატრის მე-3 დონეზე მდებარე აკაკი ხორავას სახელობის აუდიტორიის თეატრის თანდართულ ორიენტალისტურ მოხატულობას, ასევე განხორციელდა ყოფილი კინოთეატრის დარბაზის კეთილმოწყობა, გამაგრდა სართულებსშუა გადახურვა, ტექნიკურად გაიმართა შენობაზე დადგმული კოშკები, სარკმლის კონსტრუქციები, სველი წერტილები.

დაფინანსება: ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 2 514 031 ლარს.

დასაქმებულთა რაოდენობა: პროექტის ფარგლებში დასაქმდა 132 ადამიანი.

შედეგი: შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის შენობამ ფაქტობრივად, ახალი სიცოცხლე შეიძენა. ის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, კულტურული ძეგლი, რომელიც არსებობის მეორე ასწლეულს ითვლის.