შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის კმ15-კმ16 მონაკვეთის (სავარაუდო სიგრძით 1.7 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის

პროექტი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-მ  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის კმ15-კმ1მონაკვეთის (სავარაუდო სიგრძით 1.7 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. 

განხორციელდა 1.7 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია, საფუძვლის რეციკლირებით და დაიგო ორო ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი. მოეწყო 2 ახალი რკინა-ბეტონის მილი და შეკეთდა -3. ასფალტი დაიგო ეზოების შესასვლელებთან, შესრულდა საგზაო მონიშვნის სამუშაოები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

დაფინანსება: ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1 229 998 ლარს.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმდა 22 ადამიანი.