ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრის, დაახლოებით 800 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომაპანია“-მ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენთან 2018 წლის 11 მაისს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის პირველი კილომეტრის, დაახლოებით 800 მეტრიანი სიგრძის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში შესრულდა დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. განხორციელდა დაზიანებული ასფალტის ფრეზირება. მოეწყო საფუძველი ღორღისა და ფრეზირებული გრანულებით, ასევე სარეაბილიტაციო მონაკვეთზე მოეწყო ორ ფენიანი ა/ბეტონის საფარი. გაკეთდა მიერთებები, ეზოებთან მისასვლელები და შეკეთდა ბორდიურები. მოეწყო საგზაო ნიშნები და სავალი გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაიები დასრულდა მიმდინარე წლის ივლისის თვეში.

პროექტის ღირებულა შეადგენს 620 177 ლარს.