მდინარე ბჟუჟის ნაპირგამაგრება

პროექტიმდინარე ბჟუჟზე, რომლის ადიდებამაც გურიას, მხარის ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობას 3 000 000 ლარზე მეტი ზარალი მიაყენა, ... „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაკინა-ბეტონის 3 დამცავი კედლი ააშენა. სამუშაოები 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2016 წლის აპრილში დასრულდა.

დამცავი კედლებ ბჟუჟის კალაპოტში იმ ადგილებში შენდა, სადაც 2014 წლის სექტემბერის ბოლოს მოსული ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა, სოფელ შემოქმედთან, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური მაგისტრალის მე-4 კილომეტრზე, 70 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.

რკინა-ბეტონის დამცავი კედლის სიგრძე მდინარის სხვადასხვა ნაწილში 594, 170 და 201 მეტრს აღწევს. კალაპოტის შესაბამისად, განხვავებულია მათი სიმაღლეც - 7,20 მ, 8,5 მ, 8 მ. კედლის სიგანე მდინარის კალაპოტში 6 მეტრს შეადგენს, ყველაზე მაღალ წერტილში - 40 სანტიმეტრს.  

ბჟუჟის ნაპირგამაგრების სამუშოები, ასევე, მოიცავდა 100 მეტრი გრძივი გაბიონის მშენებლობას და 540 ² ასფალტის დაგებას წყალდიდობით დაზიანებულ გზის მონაკვეთზე. ამასთან, ბჟუჟზე გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა კალაპოტი; წყლის შესაკავებლად რამდენიმე დროებითი დამბა მოეწყო .

დაფინანსებაგურიაში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და ბჟუჟის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა 7,4 მილიონი ლარი გამოჰყო.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 45 ადამიანი იყო დასაქმებული, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები.

შედეგი: ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური საავტომობილო გზით გურიის 7 სოფლის მოსახლეობა - 5000-ზე მეტი მცხოვრები და მათი სტუმრები სარგებლობენ. ეს სოფლებია: შემოქმედი, კვირიკეთი, წითელმთა, გონებისკარი, გომი, ბოხვაური, კურორტი გომისმთა. საკურორტო სეზონზე, გომისთაში ჩადის ოზურგეთის მოსახლეობის 20 პროცენტი. ნაპირდამცავი სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათთვის გზაზე გადაადგილება, ინტენსიური წვიმების დროსაც კი, უსაფრთხო იქნება.