წყლულეთის გზის გაწმენდა

პროექტი: წყლულეთის 12-კმ-იანი გზა 2015 წლის 21 ივნისის ძლიერი წვიმის შედეგად გაუვალი გახდა. დაზიანდა გზის საფარი და წყალგამტარი მილები. გაწმენდითი სამუშაოები იმავე დღეს დაიწყო. გზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიჭრა არხები, რომელშიც წყლის გადაგდება გახდა შესაძლებელი; გასუფთავდა გზა, წყალგამტარი მილები, რომელიც მომეტებულმა ნალექმა მიწით ამოავსო; მილების ნაწილი ხელახლა ჩაეწყო მიწაში.

წყლულეთში აგრეთვე განხორციელდა წყლის მიწოდების აღდგენის სამუშაოები და გაიწმინდა პარალელური გზები, რომლებიც ასევე დააზიანა უხვმა ნალექმა.

დაფინანსება: სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 286 700 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმებული იყო 30 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივები.

შედეგი: დაბა წყლულეთთან მისასვლელი და სოფელში გამავალი გზა შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ორ დღეში გაწმინდა. შედეგად, ამ დასახლებულ პუნქტთან კომუნიკაციის აღდგენა უმოკლეს ვადებში გახდა შესაძლებელი.