წყალტუბოს ხელოვნურსაფარიანი სტადიონი

პროექტი: ... "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2015 წელს წყალტუბოში ფიფას სტანდარტების ორვარსკვლავიანი სათადარიგო სტადიონის მშენებლობა დაასრულა.

7280 კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე დაიგო, დაიხაზა და მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა გასახდელები, სველი წერტილები, დამხმარე ნაგებობები; სტადიონის მიმდებარედ მოეწყო ავტოსადგომი, დამონტჟდა განათების ბოძები

დაფინანსება: პროექტი სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 მილიონი ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 34 ადამიანი დასაქმდა. მათი დიდი ნაწილი ადგილობრივი მცხოვრებია.

შედეგი: ფიფას სტნდარტების ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო სტადიონის სახით, წყალტუბოს კიდევ ერთი თანამედროვე ობიექტი შეემატა. სტადიონი კომფორტულია როგორც ვარჯიშების, ისე - შიდასაჩემპიონატო მატჩების ჩასატარებლად. ამასთან, იგი სპორტით მოსახლეობის დაინტერესებასაც შეუწყობს ხელს.