"კოხტა მთასთან" მისასვლელი გზა

პროექტი: კილომეტრისა და 100 მეტრი სიგრძის გზა დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მცხოვრებლებისთვის ერთმანეთთან დამაკავშირებელი მთავარი გზა და „კოხტა მთასთან“ მისასვლელია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე ახლა აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ობიექტების მშენებლობა.

სივიწროვის გამო, ძველ გზაზე ორმხრივი მოძრაობა შეუძლებელი იყო, რაც გადაადგილების მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა, გზაზე მრავლად იყო ორმოები. 2015 წელს განხორციელებული სამუშაოების შედეგად, გზა გაფართოვდა, მოსწორდა და მოიხრეშა, ამოივსო ორმოები, მოწესრიდა ჭები.

დაფინანსება: პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 10 ადამიანი იყო დასაქმებული, ძირითადად - ადგილობრივები.

შედეგი: ახალი გზა გადაადგილების პრობლემას მოუხსნის დაბისა და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს, ხელს შეუწყობს „კოხტა მთაზე“ მიმდინარე ახალი საბაგიროს, ასევე, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობას, რაც მხარის ტურისტულ პოტენცილს გაზრდის.