მდინარე თერგის ნაპირგამაგრების სამუშაოები

პროექტი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მდინარე თერგის კალაპოტში დამცავი ჯებირი ააშენა. 

თერგის გამაგრება დარიალის ხეობაში 2014 წელს მეორედ ჩამოწოლილი მეწყრის შედეგების ლიკვიდაციისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების პრევენციის ფარგლებში განხორციელდა. გზა ჩამოწოლილი მასებისგან გაიწმინდა; დამონტაჟდა წყალგამტარი ლითონის მილი; გამაგრდა 150 მეტრი სიგრძის მიწის ვაკისი; ბუტობეტონის ბლოკებითა და ქვაყრილით მოეწყო 700 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი; ხეობაში მდებარე ჰესის დასაცავად, 90 მეტრის მანძილზე შეიცვლა მდინარის კალაპოტი. პროექტის განხორციელება 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდა.  

დაფინანსება: მდინარე თერგის ნაპირგამაგრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 100 ადამიანი იყო დასაქმებული.   

შედეგი: განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მიმდებარე გზა და დარიალის მამათა მონასტერი, თერგის ადიდების დროს, დაცული იქნება.