ლარსის საევაკუაციო აივანი

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, საევაკუაციო აივნის მშენებლობა დაასრულა.

პროექტის მიხედვით, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგის" მიმდებარე მთაზე, საავტომობილო გზის ზედაპირიდან 7÷12 მეტრის სიმაღლეზე, კლდეში ამოიჭრა 1.5 მეტრი სიღრმის 57÷ 65 ცალი ღიობი, რომელშიც რკინა-ბეტონის კოჭები ჩაბეტონდა. კოჭები ერთმანეთთან 40 სმ სისქის გამაერთიანებელი მონოლითური რკინა-ბეტონის ფილებითაა დაკავშირებული. ამ ნაგებობაზე მოეწყო 208,4 მეტრი სიგრძისა და 2,25 მეტრი სიგანის აივანი, რომელიც, ქვისცვენისგან დასაცავად, სპეციალური ბადით გადაიხურა და ლითონის მოაჯირი გაუკეთდა. აივანზე ასვლა სხვადასხვა ადგილას განთვსებული 4 კიბის საშუალებით არის შესაძლებელი.

საევაკუაციო აივანი იწყება საბაჟოს ტერიტორიაზე და მთავრდება დარიალის მამათა მონასტერთან, სადაც სპეციალური მოედანი მოეწყო. ხალხის ვერტმფრენით ევაკუაცია სწორედ ამ მოედნიდან იქნება შესაძლებელი.

საევაკუაციო აივნის მშენებლობა 2015 წლის ივნისში დაიწყო და 2016 წლის აგვისტოში დასრულდა.

დაფინანსება: პროექტის ღირებულებამ 1 730 000 ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა, ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები.

შედეგი: პროექტი, რომლის მსგავსიც საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა, მნიშვნელოვანია იმით, რომ, ამ რთულ რელიეფში, მეწყრების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში, საევაკუაციო აივანი უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის სავატომობილო გზით მოსარგებლე ადამიანების, საბაჟო-გამშვები პუნქტისა და არსებულ მშენებლობებზე მომუშავეთა უსაფრთხო გადაადგილებას სტიქიის ზონიდან ევაკუაციის ადგილამდე.