სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გურიაში

პროექტი: 2014 წლის სექტემბრის ბოლოს მოსული ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ბჟუჟმა, სოფელ შემოქმედთან, ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას ცენტრალური მაგისტრალის მე-4 კილომეტრზე, 70 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა ჩაანგრია და მოძრაობა შეაჩერა.

წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, დატბორა სკოლის ეზო, შევარდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სოფელ ნატანების ხიდები. გურიის ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მაშინ 3 მილიონ ლარს გადასცდა.

წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში ... „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამაშინვე ჩაერთო. ინტენსიური მუშაობის შედეგად, რამდენიმე დღეში მოხერხდა გზის ჩანგრეული მონაკვეთების სრულფასოვნად აღდგენა, როგორც სოფელ შემოქმედში, ისე - სოფელ ნატანებში. სოფელ შემოქმედში გაიწმინდა, გაფართოვდა და გაღრმავდა მდინარე ბჟუჟის კალაპოტი; წყლის შესაკავებლად რამდენიმე დროებითი დამბა მოეწყო, ჩაიდო 36 ცალი 10-ტონიანი ტეტრაპოდი; აღდგა საავტომობილო გზა.

სოფელ ნატანებში გაკეთდა ორი მილ-ხიდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა სოფლის ორ ნაწილს და მდინარე ნატანების ადიდების შედეგად ჩაინგრა. მოეწყო (აშენდა) ახალი მილ-ხიდები - მდინარეში ჩაიდგა ლითონის წყალგამტარი მილები, რომელიც ქვიშა-ხრეშით მოშანდაგდა. ამასთან ერთად, გაკეთდა მოვარდნილი წყლისგან დაზიანებული ერთ-ერთ ხიდთან მისასვლელი 250-მეტრიანი გზა.

დაფინანსება: გურიის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და შემოქმედის ნაპირგამაგრებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტმა, ჯამში, 7,4 მილიონი ლარი გამოჰყო.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 45 ადამიანი დასაქმდა, ძირითადად - ადგილობრივები.

შედეგი: გურიის 12 000-მდე მოსახლეს, სოფელ შემოქმედისა და მის ირგვლივ მდებარე 6 სოფლის მოსახლეობას, ასევე სოფელ ნატანების მცხოვრებლებს, ამიერიდან გზაზე გადაადგილება უპრობლემოდ შეეძლებათ.