მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის ოთხი მონაკვეთი

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2013 წელს საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, გუდაური-კობის მონაკვთის გარდა, კიდევ 4 მონაკვეთის რეაბილიტაცია განახორციელა. მთლიანობაში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9000 მეტრზე მეტი სიგრძის გზას.

ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე (კმ88-კმ93, კმ93-კმ93+599, კმ94-კმ95, კმ137-კმ138), შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" რეაბილიტაცია ჩაუტარა გალერეას, მდინარე თერგზე არსებულ გვირაბებსა და ხიდს, მოაწყო გაბიონების კედლები, შემოფარგლა და მონიშნა გზა.

დაფინანსება: პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტმა 7 131 716 ლარი გამოჰყო.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმებული იყო 110 ადამიანი, ძირითადად - ადგილობრივი მცხოვრებლები. 

შედეგი: გზაზე მოძრაობა გახდა უფრო სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული.