სასაზღვრო პოლიციის შენობები

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 2014 წელს წითელი ხიდისა და ლაგოდეხის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის პოლიციის # 3 და # N5 სამმართველოების სასაზღვრო პუნქტები ააშენა. ახალი პუნქტები აიგო: ახალსოფელში, ცოდნისკარში, მსხალგორში, შილდაში, ახკერპში, ბურდაზორში, ვახტანგისში, ლოქჯანდარში.

თითოეულ ობიექტზე აიგო: ადმინისტრაციული-საყაზარმე შენობა, ავტოსადგომი 3 მსუბუქი ავტომანქანისთვის, საგენერატორო, სარემონტო და საპოხი მასალების საწყობი და გარე ტუალეტი.

პერსონალისთვის კომფორტული პირობების შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ-საყაზარმე შენობები პოლიურეთანის 10 სმ სისქის სენდვიჩ-პანელებით არის აშენებული.

იატაკზე გამოყენებულია კერამიკა-გრანიტის, მეტლახისა და ლამინირებული პარკეტის ფილები. ოთახების გათბობა პანელური რადიატორების საშუალებით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 4 803 601 ლარს შეადგენს.