სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზა

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისიის მერიის დაკვეთით, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიების დამაკავშირებელი 2-კილომეტრიანი გზის მშენებლობა განახორციელა.

ახალ გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი; მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები; საფუძვლის წვიმისგან დასაცავად, გზის ერთ ნაწილში, რომელიც დასახლებულ ტერიტორიაზე გადის, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი, ჩაიდო მილები, მოეწყო ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან, გზის მეორე ნაწილში კი - რკინაბეტონის კიუვეტი ჩაშენდა.

ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივლისში დასრულდა.

დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობას, ასევე აგლაძის, ღოღობერიძის ქუჩებისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაციას თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე ახორციელებს. შესყიდვის ღირებულება 5 049 999 ლარს შეადგენს.  

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 105 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანს, ავლაბარს მახათას მთასთან დააკავშირებს, არამარტო მოძრაობას განტვირთავს, არამედ, უამრავი ვიზიტორისა და ტურისტისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის.