აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება
პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, დიდუბეში, აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება განახორციელა.
პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ჩატარდა დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი, დაიგო ასფალტის ახალი საფარი; მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ჩაიდო მილები, გაკეთდა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან; მოეწყო ტროტუარები და ახალი, ბაზალტის ბორდიურები.
ახალი გზის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და ივლისში დასრულდა.
დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, ასევე, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღოღობერიძის ქუჩისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა.
დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 40 ადამიანი დასაქმდა.
შედეგი: მჭიდრო დასახლებისა და სავაჭრო ობიექტების სიმრავლის გამო, აგლაძის ქუჩაზე მუდმივად ინტენსიური მოძრაობაა. ქუჩას აქტიურად იყენებენ დიდგაბარიტიანი მანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აგლაძის ქუჩა უკვე თანამედორვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.