შიდა ქუჩების რეაბილიტაცია დაბა წყნეთში

პროექტი: ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დაბა წყნეთში 4 ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა. კოსტავას, თბილისის, ტაბიძისა და სააკაძის, ჯამში, 2 კმ-ზე მეტი სიგრძის ქუჩებზე გამოიცვალა გზის საფარი, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, მოწესრიგდა არსებული სათვალთვალო და წყალმიმღები ჭები, ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები, გაკეთდა ეზოებთან მიერთებები.

სამუშაოები 2016 წელს განხორციელდა.

დაფინანსება: დაბა წყნეთის ოთხივე ქუჩის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 995000 ლარია.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე  32 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: პროექტის განხორციელების შემდეგ, ქუჩებით სარგებლობა კომფორტული გახდა.