ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისში

პროექტი: 1,5 კმ სიგრძის გზაზე მოეწყო საუძველი, დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, გაკეთდა ტროტუარები, ბაზალტის ბორდიურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სათვალთვალო და წყალმიმღებ ჭებს, გაკეთდა ეზოებთან მიერთებები.

პროექტის განხორციელება 2016 წლის აპრილში დაიწყო.

დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ჩეჩელაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, აგლაძის, ღოღობერიძის ქუჩებისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა. 

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 30 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: პროექტის განხორციელების შემდეგ, გზაზე მოძრაობა კომფორტული გახდა.