შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება

პროექტი: თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" თბილისში შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, 4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდება სანიაღვრე ქსელი, მოეწყობა ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდება ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდება ტროტუარები; მოეწყობა საგზაო სამოსი, საფუძვლით, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები.

დაფინანსება: პროექტის ღირებულება 2 მლნ 771 ათას ლარს შეადგენს.

დასაქმებულთა რაოდენობა: ამ ეტაპზე, სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.

შედეგი: პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოძრაობა კომფორტული გახდება.