წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია ვანის მუნიციპალიტეტში

პროექტი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ვანის მუნიციპალიტეტში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია განახორციელა.

2016 წლის ივლისში, სამდღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, მდინარე სულორი კალაპოტიდან გადმოვიდა, სოფელ სულორის ხიდი წაიღო, მოსახლეობის კარ-მიდამოები დატბორა და ვანი-სულორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მე-12 კმ დააზიანა.

წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის ფარგლებში, კომპანიამ უსწრაფესად გაწმინდა დატბორილი ტერიტორია, მდინარე სულორი კალაპოტში დააბრუნა და საავტომობილო გზა გახსნა; მდინარის კალაპოტში 225 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ქვის ბერმა აშენდა.

დაფინანსება: ვანი-სულორის გზაზე წყალდიდობის შედეგების ლიკვიადციისათვის 1 500 000 ლარი გამოიყო.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 36 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: პროექტის განხორციელების შედეგად, მიმოსვლა აღდგა საავტომობილო გზაზე, რომელიც, ბერმის საშუალებით, წყალდიდობისგან დაცული იქნება.