გზის რეაბილიტაცია წილკნის დევნილთა დასახლებაში
პროექტი: „შ.პ.ს. სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, წილკნის დევნილთა დასახლებაში შიდა ქუჩების რეაბილიტაცია განახორციელა.
ჯამში, 2,5 კმ სიგრძის გზა, რომელიც 6 ქუჩას მოიცავს, მოშანდაგდა, დაიყარა და დაიტკეპნა 20 სმ სისქის ქვიშა-ხრეშის ნარევი და 10 სმ სიგრძის ფრაქციული ღორღი, მოწესრიგდა კიუვეტები.
დაფინანსება: პროექტის ღირებულებამ 160 000 ლარი შეადგინა.
დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 10 ადამიანი დასაქმდა.
შედეგი: ამ მჭიდრო დასახლებაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 1300-მდე ადამიანი ცხოვრობს. ნალექის დროს, დატბორილი სავალი ნაწილი გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ისე - ავტომობილებს; საჭიროების შემთხვევაში, გამოძახების ადგილზე მისვლას ვერც სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამსახურის მანქანები ახერხებდნენ. ჩატარებული სამუსაოების შედეგად, შიდა ქუჩებში გადაადგილება, ნებისმიერ ამინდში, უპრობლემოდ არის შესაძლებელი.