მესტია-წრნიაშის გზის რეაბილიტაციის პროექტი

პროექტი: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ... „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია"-მ დაასრულა ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის კმ1+000-კმ4+000 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

განხორციელდა 2.803 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები; არსებული საკომუნიკაციო ჭების რეაბილიტაცია; დამონტაჟდა ახალი  ბეტონის პარაპეტები. მოეწყო რკინა-ბეტონის მილები და სანიაღვრე ქსელი. აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა არსებულ 51 მეტრი სიგრძის ბეტონის საყრდენ კედელს და ასევე მოეწყო ბეტონის ორი, 104 მეტრი სიგრძის ახალი ქვედა საყრდენი კედელი. ნაპირის დასაცავად მოეწყო 80 მეტრი სიგრძის გაბიონის კედელი; შეკეთდა ეზოებში შესასვლელები; მოეწყო ტროტუარები. გზაზე დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი; მოინიშნა გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები, ბოძკინტები და ზღუდარები.

დაფინანსება: პროექტის საკონტრაქტო ღირებულება 2 056 359 ლარს შეადგენს.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმდა 70 ადამიანი.

შედეგი: მესტიაში ინტენსიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების, სასტუმრო კომპლექსების, ბარების, რესტორნების და სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობა. ცენტრისა და  აეროპორტის დამაკავშირებელი ახალი გზა ხელს შეუწყობს ამ სფეროს და ადგილობრივებს დასაქმების დამატებით საშუალებებს შეუქმნის.