შერმადინის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისში
პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, შერმადინის ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა.
ქუჩაზე 300 მეტრი გზის საფარი გამოიცვალა: მოეწყო მიწის ვაკისი, გზის საფუძველი, დაიგო 2200 კვადრატული მეტრი მოცულპობის ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.
დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" შერმადინისა ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე, აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, 13 ასურელი მამის, ღოღობერიძის ქუჩისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა.
დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 22 ადამიანი დასაქმდა.
შედეგი: განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.