13 ასურელი მამის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია

პროექტი: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ", თბილისის მერიის დაკვეთით, 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია განახორციელა.

ქუჩაზე 400 მეტრი გზის საფარი გამოიცვალა: მოეწყო მიწის ვაკისი, გზის საფუძველი, დაიგო 2800 კვადრატული მეტრი მოცულობის ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

დაფინანსება: შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" 13 ასურელი მამის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია, ასევე, აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, შერმადინის, ღოღობერიძის ქუჩისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა.  

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე 22 ადამიანი დასაქმდა.

შედეგი: განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ქუჩაზე გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა.