ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის კმ9-კმ15 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

პროექტი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე  შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-მ განახორციელა  შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის (შ-46)  ოზურგეთი - ნატანები - ურეკის  საავტომობილო გზის  კმ 9 - კმ 15 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.  

განხორციელდა 6 კმ სიგრძის გზის რეაბილიტაცია, საფუძვლის რეციკლირებით და დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. მოეწყო 11 ახალი რკინა-ბეტონის მილი და შეკეთდა -7. ასფალტი დაიგო ეზოების შესასვლელებთან. შესრულდა საგზაო მონიშვნის სამუშაოები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

დაფინანსება: პროექტის ღირებულება შეადგენს 4 099 921 ლარს.

დასაქმებულთა რაოდენობა: სამუშაოებზე დასაქმდა 65 ადამიანი.