სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის ს/გზის კმ1-კმ5,661 რეკონსტრუქცია მშენებლობის სამუშაოები

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-მ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად დაასრულა შიდასახელმწიფოებვირი მნიშვნელობის სტეფანწმინდა-სამების ეკლესიის ს/გზის კმ1-კმ5,661 რეკონსტრუქცია მშენებლობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები, კელიებთან მისასვლელი გზა და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.

„ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათ.

გერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

დაფინანსება: პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ  7 793 854 ლარი შეადგინა.