ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზის კმ164-კმ177 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შიდასახელმწიფოებვირი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ს/გზის კმ165-კმ177 (საპროექტო მონაკვეთის პკ220+00-პკ350+00) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 13 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.  განხორციელდება მიწის ვაკისის მოწყობის, ლითონის მილისა და რკინაბეტონის ოთხკუთხა მილების მოწყობის სამუშაოები, შეკეთდება არსებული ხიდები, მოეწყობა გაბიონის ყუთებით ზედა და ქვედა საყრდენი კედლები და აგრეთვე ნაპირსამაგრი კედელი. საგზაო სამოსის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება საფუძველი და მოეწყობა არმირებული ცემენტბეტონის საფარი 797182-ზე, აგრეთვე მოეწყობა გზის გვერდული, ეზოში შესასვლელები (7ცალი), მიერთებები  (10 ცალი), ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტოპავილიონი. ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობისათვის დამონტაჟდება საგზაო ნიშნები (199 ცალი), პლასტმასის მიმმართველი ბოძკინტები (758 ცალი), განხორციელდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა, საგზაო შემოფარგვლა ფოლადის ბაგირით (7140 გრძ/მ) და აგრეთვე საგზაო შემოფარგვლა მრუდხაზოვანი ძელებით (384გრძ/მ).

სამუშაოების დასრულების ვადაა 2019 წლი 05 დეკემბერი.

დაფინანსება: პროექტის ღირებულება შეადგენს 14 754 210 ლარს.