წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ113-კმ125 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შიდასახელმწიფოებვირი მნიშვნელობის (წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ113-კმ125 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 13 კმ-იანი მონაკვეთის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის ორ ფენიანი ა/ბეტონის საფარის მოწყობისა და მიწის სამუშაოების შესრულება. სრული რებილიტაცია ჩაუტარდება მდინარე სმიგმაშურზე გადასასვლელ ხიდს. მოეწყობა რკინა-ბეტონის სწორკუთხა (სხვადასხვა პარამეტრის) მილები და ლითონის მილები. წყლის აცილების მიზნით მოეწყობა ბეტონის კიუვეტები, მოეწყობა ბეტონის ზედა და ქვედა საყრდენი კედლები. გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები. უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, შესრულდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

სამუშაოები დაიწყო 2017 წლის ნოემბრის თვეში და დასრულდება 2019 წლის მარტში.

დაფინანსება: პროექტის ღირებულება შეადგენს 10 282 362 ლარს.