ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ 1–კმ 26,7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს

 შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ შპს „ჯეუ გრუპი“-ს დაკვეთით  ასრულებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ–153) ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის საავტომობილო გზის კმ 1–კმ 26,7 (ლოტი II დიდგორი–დიდი თონეთი კმ 14,170–კმ 26,670) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება 6 კილომეტრიან მონაკვეთზე. ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები, რკინაბეტონის მილებისა და ლითონის მილების მოწყობა. საგზაო სამოსის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება საფუძველი და მოეწყობა ორფენიანი ა/ბეტონის საფარი 43170,00მ2-ზე მთლიანი სისქით 10სმ, აგრეთვე მოეწყობა გზის გვერდული და გზის მიერთებები. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით დამონტაჟდება საგზაო ნიშნები (115 ცალი), შესრულდება სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვის სამუშაოები, მოეწყობა სპეცპროფილის ბეტონის პარაპეტები, საგზაო შემოფარგვლა ფოლადის ბაგირით (2500 გრძ.მ).

სამუშაოების დასრულდება 2018 წლის აგვისტოს ბოლოს.

დაფინანსება: ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 2 813 564 ლარს.