ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩის ნაწილის და ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-მ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისსაქალაქო სამსახურის  დაკვეთით დაასრულა  . თბილისში, სოფელ დიღომში, ყაზბეგის, რუსთაველის ქუჩის ნაწილის და ფიროსმანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში მთლიანად შეიცვალა დაზიანებული საფუძვლიი,  წყლის აცილების მიზნით მოეწყო რკ.ბეტონის ცხაურებით დახურული კიუვეტები, სიგრძით 995გრძ.მ. აგრეთვე მოეწყო ასფალტბეტონის ორ ფენიანი საფარი 8400 კმ.მ და ეზოში შესასვლელები. განხორციელდა სამი მცირე ზომის სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის მიზნით მოეწყო რკინაბეტონის სპეცპროფილის პარაპეტები.

დედაქალაქის ბიუჯეთიდან აღნიშნულ სამუშაოებზე გამოყოფილია 828 037,68 ლარი.