შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოთი - სნო - ახალციხე - ჯუთას ს/გზის (შ-147) კარკუჩა-ჯუთას მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის კმ 7+520-დან კმ15+230-მდე სამუშაოები

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოთი - სნო - ახალციხე - ჯუთას ს/გზის (შ-147) კარკუჩა-ჯუთას მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის კმ 7+520-დან კმ15+230-მდე სამუშაოებს.

პროექტით გათვალისწინებულია 7,9 კილომეტრიან მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. რეკონსტრუქცია-მშენებლობის სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები, მოეწყობა წყალგამტარი მილები და რკინაბეტონის ოთხკუთხა მილები, შეკეთდება არსებული ხიდები,  გაბიონის ყუთებით მოეწყობა ზედა და ქვედა საყრდენი კედლები და აგრეთვე ნაყარი ფერდები გამაგრდება გაბიონის კედლით. საგზაო სამოსის ფარგლებში მთლიანად შეიცვლება საფუძველი და მოეწყობა საფარი ღორღით. პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობისათვის მოეწყობა საგზაო ნიშნები, პლასტმასის მიმმართველი ბოძკინტები, საგზაო შემოფარგვლა ფოლადის ბაგირით.

სამუშაოები დასრულების ვადა განსაზღვრულია 2019 წლის 11 თებერვალს.

ხელშეკრულების ღირებულება  შეადგენს 3 034 877 ლარს.