ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) ს/გზის კმ-126-კმ141 მონაკვეთის სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები.

 

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-სა და  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშველობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) /გზის კმ-126-კმ141 მონაკვეთის სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ნაპირდამცავი ბეტონის ბლოკებით დეზების მოწყობის სამუშაოების განხორციელება. აგრეთვე გავალისწინებულია მდინარის კალაპოტის ფორმირება, დაზიანებული გზის მონაკვეთებზე მიწის ვაკისის საფუძვლისა და ასფალტბეტონის საფარის მოწყობა. პრევენციის მიზნით გათვალისწინებულია მიწის ვაკისის გამაგრება ქვაყრილით.

სამუშაოები დასრულდება 2018 წლის 30 სექტემბერს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 3 549 124 ლარს.