რუხის კლინიკის სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა
შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს ღია კარის დღეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი რუხში მშენებარე მრავალფუნქციურ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.
ღია კარის დღე გაიმართება 2016 წლის 15 ივნისს 1700 საათზე შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ოფისში, მისამართზე - ქ. თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. 10.
შესყიდვა განხორციელდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შესაბამისად, შეხვედრის მიზანია, სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისას, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ყველა პოტენციური მიმწოდებლის შენიშვნები პროექტთან დაკავშირებით, მათი შესაძლებლობები და სამუშაოების წარმოების პირობები.
გთხოვთ, არაუგვიანეს 2016 წლის 13 ივნისისა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (m.giorgadze@scc.ge) გამოგვიგზავნოთ მოკლე ინფორმაცია თქვენი კომპანიის შესახებ, აგრეთვე, პროექტთან დაკავშირებული შენიშვნები და კითხვები. კერძოდ:
- კომპანიის დასახელება, სამართლებრივი ფორმა;
- საქმიანობის სფერო;
- გამოცდილება ვენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის სფეროში (განხორციელებული პროექტები ვადების, თანხებისა და დამკვეთი ორგანიზაციების ჩვენებით);
- დანადგარების, აგრეგატებისა და მასალების მომწოდებელი პარტნიორი კომპანიების ჩამონათვალი;
- თქვენი რეკომენდაციები დანადგარებისა და აგრეგატების ტექნიკურ მოთხოვნებთან და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებით;
- შესასყიდი სამუშაოების შესრულების სავარაუდო ვადები;
- თქვენი შენიშვნები, კითხვები, რეკომენდაციები პროექტის ტექნიკურ ნაწილთან დაკავშირებით;
- თქვენი რეკომენდაციები ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებით (ავანსის მოცულობა, ანგარიშსწორების პერიოდულობა და ა.შ.)
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ტექნიკურ საკითხების თაობაზე - ზაზა ომიაძე +995 599482524;
პროცედურულ საკითხების თაობაზე - მიხეილ გიორგაძე +995 599093737.
მიმაგრებული დოკუმენტები :