შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის დონის ამაღლების მიზნით

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მშენებარე მრავალფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის ვენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის სისტემების სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვის მაღალკონკურენტულ გარემოში ჩატარების მიზნით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ღია კარის დღე გამართა.

15 ივნისს გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: საპროექტო ფირმის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს წარმომადგენლები, შესაბამისი პროფილის ექსპერტი, კომპანიის ხელმძღვანელები და დაინტერესებული ფირმები - „Midea CAC"-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, „თბილსერვისგრუპი", „თერმო ვენტი".   

კომპანიებმა მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია პროექტის თაობაზე და ისაუბრეს საკუთრი გამოცდილების შესახებ ვენტილაციის, კონდიცირებისა და გათბობის სფეროში. სამუშაოს მასშტაბურობიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ისინი ადგილზე დაათვალიერებენ ობიექტს და კონკრეტულ წინადადებებს შემდეგ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე წარმოადგენენ.  

შესყიდვა განხორციელდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" სურვილია, სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისას, მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ყველა პოტენციური მიმწოდებლის შენიშვნები, შესაძლებლობები და სამუშაოების წარმოების პირობები.