ახალგაზრდა ოლიმპიელ მათემატიკოსთა დაჯილდოვება

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის მიერ ორგანიზებულ მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვებული პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები „ბიბლუსის" 300-ლარიანი ვაუჩერებით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტი ქუმსიშვილი ესწრებოდა, დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართა. მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვეულებმა ღონისძიების სპონსპორებისგან საპატიო სიგელები და სხვადასხვა საჩუქრები მიიღეს. სიგელებით დაჯილდოვდნენ, ასევე, ოლიმპიადის დასკვნით ტურში მონაწილე მოსწავლეები.

მათემატიკის ოლიმპიადა თბილისის მასშტაბით ჩატარდა და მასში დედაქალაქის სკოლების მე-6 კლასის 800-ე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. აქედან 60 დასკვნით ტურში გადავიდა. ოლიმპიადაში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის უფასო იყო.