შიდა ქუჩების რეაბილიტაცია დაბა წყნეთში

ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დაბა წყნეთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს.

კოსტავას, თბილისის, ტაბიძისა და სააკაძის, ჯამში, 2 კმ-ზე მეტი სიგრძის ქუჩებზე გამოიცვლება გზის საფარი, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, მოწესრიგდება არსებული სათვალთვალო და წყალმიმღები ჭები, ტროტუარები, შეიცვლება ბორდიურები, გაკეთდება ეზოებთან მიერთებები.

სამუშაოები 2016 წლის აპრილში დაიწყო. პროექტის განხორციელებაზე  32 ადამიანია დასაქმებული. დაბა წყნეთის ოთხივე ქუჩის რეაბილიტაციის საერთო ღირებულება 995000 ლარია.