გზის კაპიტალური შეკეთება ნუცუბიძის ქუჩაზე

თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" თბილისში შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას იწყებს.

პროექტის მიხედვით, 4 კმ-ზე მეტი სიგრძის გზაზე შეიცვლება სანიაღვრე ქსელი, მოეწყობა ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდება ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდება ტროტუარები; მოეწყობა საგზაო სამოსი, საფუძვლით, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები.

პროექტის ღირებულება 2 მლნ 771 ათას ლარს შეადგენს.