ნუცუბიძის ქუჩის შეკეთება აქტიურად მიმდინარეობს

შალვა ნუცუბიძის ქუჩის შეკეთება აქტიურად მიმდიდარეობს. ამ დროისთვის, გზის 700-მეტრიან მონაკვეთზე იცვლება სანიღვრე ქსელი; პარალელურად, იხსნება ძველი საფარი და მიმდინარეობს მისი გადამუშავება.

შალვა ნუცუბიძის ქუჩის კაპიტალურ შეკეთებას, თბილისის მერიის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, 4 კმ-მდე სიგრძის გზაზე განახლდება სანიაღვრე ქსელი, მოეწყობა ახალი სათვალთვალო და წყალამიმღები ჭები, დამაგრდება ბაზალტის ბორდიურები, მოწესრიგდება ტროტუარები; მოეწყობა საგზაო სამოსი, საფუძვლით, დაიგება ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდება ეზოებთან მისასვლელები.

ამ ეტაპზე, სამუშოებზე 60 ადამიანია დასაქმებული.