"სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" განცხადება

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს ღია კარის დღეზე, თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობისთვის საჭირო ჯიბიანი ცხაურებისა და ჯუთას ბიოდეგრადირებადი ქსოვილის შესყიდვის მიზნით.

ღია კარის დღე გაიმართება 2016 წლის 20 ივლისს 1700 საათზე შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ოფისში - ქ. თბილისი, ოთარ ჩხეიძის ქ. 10.

შესყიდვა განხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. შესაბამისად, შეხვედრის მიზანია სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავებისას მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ყველა პოტენციური მიმწოდებლის შენიშვნები შესასყიდი საქონლის სპეციფიკაციებთან, მიწოდების ვადებთან და ანგარიშსწორების პირობებთან დაკავშირებით.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

პროცედურულ საკითხებზე: მიხეილ გიორგაძე +995 599093737

1. შესყიდვის ობიექტი: ანტიეროზიული, ბიოდეგრადირებადი ქსოვილი

ჭილოფის მასალა: ჯუთა;

ქსოვილის სისქე: არანაკლებ  2 მმ.;

ქსელის მინიმალური ზომა: 1×1სმ.;

სიმკვრივე: არანაკლებ 400 გრ/მ2;

რულონის სიგანე: არანაკლებ 1 მ.

შემოთავაზებულ  საქონელს უნდა გააჩნდეს ISO 11860 სერტიფიკატი.

რაოდენობა: 32152 მ2 ±0.1%

სავარაუდო ღირებულება: 41 797 ლარი დღგ-ს გარეშე;

მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე

2. შესყიდვის ობიექტი:  პერფორირებული „ჯიბიანი ცხაური" (სამაგრებით)

პროდუქციის გამოყენების სფერო: მიწის სისტემები: ეროზიისგან დაცვა/ეროზიის კონტროლი, ფერდობების სტაბილიზაცია. მასალა: პოლიმერული ნანო - კომპოზიტის შენადნობი;

ფუნქციები: დაყოფის, ფილტრაციის, დრენაჟის, დამცავი; ფორმა/ტიპი: ფიჭვური ფორმის; პანელების (მოდულის) ზომა (მ): არანაკლებ 2 x 5; უჯრის სიღრმე (მმ): 150. ზედაპირი: ტექსტურით ან გლუვი; ფერი: შავი ან ვერცხლისფერი.

შემოთავაზებულ საქონელს უნდა გააჩნდეს - ISO-9001; ISO-14001; ISO-18000 და CPD

სერთიფიკატები, ასევე ჩატარებული უნდა ქონდეს შემდეგი ტესტები:

  • ტესტი თბურ გაფართოებაზე (±5%) - (≤135 ppm/1oC) - ISO 11359-2
  • სიმტკიცის ტესტი ჭიმვადობისას (±7%) - (17კნ/მ) -ISO 10319
  • ტესტი გრძელვადიან პლასტიკურ დეფორმაციაზე ASTM D -6992 (±10%) -ფაზა 1 - 44°C (111°F) ≤ 0.5 ფაზა 2 - 51°C (124°F) ≤ 0.6 ფაზა 3 - 58°C (136°F) ≤ 0.9 ფაზა 4 -

65°C (149°F) ≤1.0

საქონლის მიწოდებისას პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საგამოცდო დაწესებულების მიერ გაცემული მოთხოვნილი ტესტირების დამადასტურებელი სერთიფიკატი

რაოდენობა: 23834მ2 ±0.1%

სავარაუდო ღირებულება: 356 318 ლარი დღგ-ს გარეშე;

მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღე