წყნეთის ქუჩების რეაბილიტაცია სრულდება

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" დაბა წყნეთში 4 ქუჩის რეაბილიტაციას ასრულებს.

კოსტავას, თბილისის, ტაბიძისა და სააკაძის, ჯამში, 2 კმ-ზე მეტი სიგრძის ქუჩებზე გამოიცვლა გზის საფარი, დაიგო ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი, მოწესრიგდა არსებული სათვალთვალო და წყალმიმღები ჭები, ტროტუარები, შეიცვალა ბორდიურები, გაკეთდა ეზოებში შესასვლელები.

პროექტი ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 995000 ლარია. სამუშაოებზე  40-მდე ადამიანი დასაქმდა.