აგლაძის ქუჩაზე სამუშაოები დასრულებულია

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" აგლაძის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები დაასრულა.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ჩატარდა დაზიანებული გზის საფარის დემონტაჟი, დაიგო ასფალტის ახალი საფარი; მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ჩაიდო მილები, გაკეთდა ჭები და დაერთებები წყალმიმღებ არხებთან; მოეწყო ტროტუარები და ახალი, ბაზალტის ბორდიურები. 

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" აგლაძის ქუჩის კაპიტალური შეკეთება, ასევე, სამებისა და მახათას მთაზე მშენებარე ტაძრების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღოღობერიძის ქუჩისა და წავკისთან მისასვლელი ერთ-ერთი გზის აღდგენა-რეაბილიტაცია თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული შესყიდვის საფუძველზე განახორციელა. შესყიდვის ღირებულებამ 5 049 999 ლარი შეადგინა.  

სამუშაოებზე 40 ადამიანი დასაქმდა.

მჭიდრო დასახლებისა და სავაჭრო ობიექტების სიმრავლის გამო, აგლაძის ქუჩაზე მუდმივად ინტენსიური მოძრაობაა. ქუჩას აქტიურად იყენებენ დიდგაბარიტიანი მანქანები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აგლაძის ქუჩა უკვე თანამედორვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.