"სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" განცხადება

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ატარებს ბაზრის კვლევას, 4 ერთეული მე-3 კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი მეორადი ავტომობილისა და ორი ერთეული მეორადი მიკროავტობუსის  შესყიდვის მიზნით. შესყიდვა განხორციელდება კომპანიის საკუთრებაში არსებული ავტომობილების ჩანაცვლებით, ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

გთხოვთ, შესყიდვით დაინტერესებულ ყველა პირს, არაუგვიანეს 2016 წლის 7 ნოემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი კომერციული წინადადებები, თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად, ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: m.giorgadze@scc.ge  საკონტაქტო პირი - მიხეილ გიორგაძე, ტელ.: 599 09 37 37

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები :