შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" საახალწლო მილოცვა კახეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს

შ.პ.ს. "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ახალი წელი მიულოცა თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს. კომპანიის წარმომადგენლებმა ბავშვებს ლეპტოპები, მინი მუსიკალური ცენტრები, სპორტული ინვენტარი, სათამაშოები და ტკბილეული ჩაუტანეს.

სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ უზრუნველყო მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებისა და მათი აღმზრდელების დედაქალაქში სტუმრობა და მათ წინასაახალწლო გასართობი პროგრამა შესთავაზა. პროგრამა მოიცავდა:ლანჩს "მაკდონალდსში", ატრაქციონებით სარგებლობას მთაწმინდის პარკში და კინოთეტრ "რუსთაველში" კინოსეანსზე დასწრებას.