შპს "სახელმწიფო სამშენებლო კომპანია"-მ ღია კარის დღე მოაწყო

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“-მ მიმდინარე წლის 17 ნოემბერს ღია კარის დღე მოაწყო, ზუგდიდის რ-ნის სოფ. რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკისათვის ლიფტების შესყიდვის განხორციელების მიზნით.

აღნიშნული შესყიდვის ობიექტით დაინტერესება გამოხატეს და შესაბამისად ღია კარის დღეს დაესწრნენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: შპს „Wide View“, შპს „პნეუმა სეიფ ლიფტი“, შპს „bme co.“ - შინდლერის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, შპს „ევროლიფტი“, ETA MELCO GEORGIA LIMITED – MITSUBISHI ELECTRIC-ის წარმომადგენელი საქართველოში.

რუხში მშენებარე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკისათვის ლიფტების შესყიდვის განხორციელების მიზნით გამართული ღია კარის დღე ემსახურებოდა სატენდერო დოკუმენტაციის სწორად და მართებულად შემუშავებას და აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, ლიფტების შესყიდვის მიზნით, ტენდერის გამოცხადებას.

 

 

მიმაგრებული დოკუმენტები :