სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი ს/გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები

აზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი  საავტომობილო გზის 5.6 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე  და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ. 

ნოემბრიდან ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები განახლებული და კომფორტული გზით შეძლებენ  გადაადგილებას.  
პროექტი ითვალისწინებს ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობას.  ასევე, გაკეთდება საგზაო ნიშნები და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. 
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას. 
სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომაპანი“  საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკევთით, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინასნებით ახორციელებს და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია.