თერგის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები გრძელდება

 

დევდორაკის ხეობაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება.

ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად დაზიანებული 2 კმ გზის მონაკვეთიდან 800 მეტრის გაწმენდა უკვე მოხერხდა. ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოები ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, ხორციელდება მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები. 

თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების შემდეგ,  დაიწყება გზის საფუძვლის აღდგენითი და  მოწყობის სამუშაოები. დღესვე დაიწყება, ასევე, ლარსის გამშვები პუნქტის გაწმენდა.

სტიქიის შედეგების ლიკვიადციას დევდორაკის ხეობაში შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.