დარიალში დამეწყრილი გზა სრულად არის გაწმენდილი

 

ინტენსიური მუშაობის შედეგად, დევდორაკის ხეობაში გზა მთიდან ჩამონაშალი მასებისგან სრულად გაიწმინდა. ამ დროისთვის ადგილზე გზის აღდგენითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.

20 აგვისტოს დევდორაკის ხეობაში ჩამოწოლილმა მეწყერმა თერგის კალაპოტი შეცვალა, ადიდებულმა მდინარემ მთლიანად დაფარა გზის სავალი ნაწილი და მის საფარს საფუძველი გამოაცალა. დაზიანდა გზის 2 კმ-იანი  მონაკვეთი.

ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა.  პარალელურად, მიმდინარეობს მდინარე თერგის ბუნებრივ კალაპოტში დაბრუნების და ლარსის გამშვები პუნქტის გაწმენდა. სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებ,ლო კომპანია" ახორციელებს.