„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახალდაბის დამეწყრილ გზას წმენდს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ახალდაბის დამეწყრილი გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. უკვე გაწმენდილია გზის ორი მონაკვეთი, რომელიც, მეწყრის გამო, ჩაკეტილი იყო.

ამ წუთისთვის, კომპანიის სპეცტექნიკა და თანამშრომლები იმყოფებიან გზის მესამე, ყველაზე დიდი მოცულობის მეწყრით გადაკეტილ ადგილზე. არსებული ვითარების შეფასების მიხედვით, ამ მონაკვეთის გაწმენდა შედარებით ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს.

ახალდაბის გზის ჩაკეტვა გამოწვია, დაახლოებით, მილიონი კუბური მეტრის მოცულობის მეწყერმა, რომელიც წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე 13-14 ივნისის ღამეს ჩამოწვა.