წყნეთი-ბეთანიის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები განახლდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" დამეწყრილი წყნეთი-ბეთანიის გზის გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დილიდან განაახლა. მდინარისა და შესაძლო ნიაღვრის გასატარებლად, უკვე დამონტაჟდა 3 სანიაღვრე მილი, რომელზეც გზა გაივლის. შედეგად, ორხიდიანი ავტომანქანები მოძრაობას და ახალდაბის მოსახლეობისთვის სასმელი წყლისა და საკვების მიწოდებას შეძლებენ.   

გასული სამი დღის განმავლობაში, ინტენსიური მუშაობის შედეგად, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ" ახალდაბის გზა ოთხი მეწყრული კერისგან გაათავისუფლა. მეწყრულმა კერამ, რომლის შედეგების ლიკვიდაციაც მიმდინარე სამუშაოს დასრულების შემდეგ იგეგმება, ახალდაბის გზა ყველაზე მეტად დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა და თანამშრომლები, მუდმივად იმყოფებიან კომპანიის ხელმძღვანელები.