სოფელ წყლულეთთან მისასვლელი გზის აღდგენა დღეს დაიწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წყლულეთან მისასვლელ გზას აღადგენს.

ძლიერი ნალექის შედეგად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაზიანდა სოფელ წყლულელთან მისასვლელი გზა და წყალგამტარი მილები. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა. შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" აღდგენით სამუშაოებს დღეიდან დაიწყებს.