„სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ სოლიდარობის ფონდის დაფინანსებაში აქტიურად მონაწილეობს

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლების მიერ ყოველთვიურად 8088 ლარიდან 16537 ლარამდე დონაცია რეგისტრირდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა სოლიდარობის ფონდის ბენეფიციარებისთვის. აღნიშნული დონაციები ერთ-ერთი წამყვანი მაჩვენებელი იქნება საჯარო სექტორის მონაწილეობის მხრივ 2015 წელს. განსაკუთრებით აღსანიშნავია შ.პ.ს. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა" და შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" ყოველთვიური დონაციების მაღალი მოცულობა", - ასე აფასებს სოლიდარობის ფონდი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მასთან ასოცირებული ორგანიზაციების მონაწილეობას ონკოლოგიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის მხარდაჭერაში.

შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" სოლიდარობის ფონდის დაფინანსებაში პირველივე დღეებიდან აქტიურად არის ჩართული. ხელშესახები შედეგები, რომელიც ფონდის საქმიანობას ახლავს თან, კომპანიისთვის დიდი მოტივაციაა. ჩვენი უწყებისა და 240 სხვა საჯარო სამსახურის 40 000-ზე მეტი თანამშრომლის ხელშეწყობით, უკვე გახდა შესაძლებელი  ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდების  მკურნალობის დაფინანსება. ფონდის დაფუძნებიდან დღემდე, 2 6000 000 ლარზე მეტი იქნა მობილიზებული და დამტკიცებული 97 ბავშვისა და ახალგზარდას დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის; აქედან 57 შემთხვევაში - საქართველოში, ხოლო 40 პაციენტისთვის - საქართველოს, გერმანიის, თურქეთის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.  

სოლიდარობის ფონდის დაფინანსებაში ერთვებიან კერძო ორგანიზაციები. მათი რიცხვი იზრდება და ეს აქტიურობა ქმნის რეალურ საფუძველს იმისა, რომ, ერთად, მეტი ბავშვის, მეტი ახალგაზრდას განკურნებას შევძლებთ.